autoaccessories

დაბრუნების პოლიტიკა

ჩვენი პროდუქციის დაბრუნებისა და შეცვლის პოლიტიკა

1. პროდუქტის დაბრუნება/შეცვლა

1.1.  ჩვენთან შეძენილი პროდუქციის დაბრუნება ან შეცვლა შეგიძლიათ 2 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.2. აუცილებელია, წინასწარ დაგვიკავშირდეთ და გვაცნობოთ პროდუქტის დაბრუნების ან შეცვლის შესახებ.

1.3. დაბრუნებისას/შეცვლისას უნდა მიუთითოთ ამ პროდუქტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეძენის თარიღი, მიღების თარიღი და დაბრუნების კონკრეტული მიზეზი.

1.4. თუ პროდუქტზე შესამჩნევი იქნება რაიმე სახის დაზიანება, უფლებას ვიტოვებთ, უარი გითხრათ პროდუქტის დაბრუნებასა თუ გადაცვლაზე, ან 10 დღის განმავლობაში ჩავატაროთ მოკვლევა და დიაგნოსტიკა აღნიშნულის დადასტურების მიზნით.

1.5. პროდუქტის დასაბრუნებლად/გადასაცვლელად აუცილებელია მისი ყველა ნაწილისა და დოკუმენტის წარდგენა.

1.6. ფასდაკლებული პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება არ ხდება.

2. პროდუქტის დაბრუნება ან შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაშითუ:

2.1. პროდუქტი არ შეესაბამება ჩვენს ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს ამ შემთხვევაში კომპანია დაიბრუნებს ნივთს და თანხა დაგიბრუნდებათ;

2.2. ნივთი შეიცვლება თუ პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი ან ჩაბარების მომენტში ნივთი იყო დაზიანებული. ამისათვის აუცილებელია კურიერის მიერ ჩაბარებული ნივთი მოტანისთანავე შეამოწომოთ და დაუდასტუროთ კურიერს პროდუქტის წუნი, სხვა შემთხვევაში ტრანსპორტირების დროს დაზიანება ვერ დამტკიცდება.

 

3. ტრანსპორტირების ღირებულების ანაზღაურების წესი. 

3.1. ტრანსპორტირების ხარჯებს ავანაზღაურებთ იმ შემთხვევაში, თუ:

4. პროდუქციის შეცვლის ვადები:

4.1. პროდუქციის შეცვლის მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში, მომხმარებელს დაბრუნებული პროდუქტის იდენტური პროდუქტი მიეწოდება 5-10 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. გადახდილი თანხის დაბრუნების პირობები

5.1. იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქტი ამოიწურა მაღაზიის საწყობში, დაზიანებულია ან სხვა მიზეზით ვერ ხერხდება შენაძენის მოწოდება (ახლით ან ანალოგიურით) 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მაღაზია იღებს ვალდებულებას სრულად აანაზღაუროს გადახდილი თანხა სამი სამუშაო დღის პერიოდში.