autoaccessories

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

თქვენი მონაცემები შეგროვებული და დამუშავებულია აუტოაქის მიერ იმ მიზნებით, რომლებიც მკაცრად არის დაკავშირებული ვებ-გვერდის გამოყენებასთან, მის მომსახურებასთან და პროდუქტის შეძენასთან carlovers.ge-ზე. თუმცა, თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე გამოყენებული იქნება სხვა ოპერაციების შესრულებისას ამ მიზნების ფარგლებში.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავებული იქნას შემდეგი მიზნებისთვის:

  1. ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს პირად მონაცემებს, პაროლს, ელექტრონული ფოსტის მისამართს) სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით (ჩემი ანგარიში), იმისთვის რომ მოგაწოდოთ მომსახურება ვებ-გვერდის დაცულ ადგილებზე და რომ გამოგიგზავნოთ ჩვენი საინფორმაციო ბროშურები, კონკრეტულად მოთხოვნის შემთხევაში;
  2. დახმარების მოთხოვნის დროს შეძენის თუ დაბრუნების დროს, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (მაგალითად, თქვენს სახელს და გვარს, ელექტრონული ფოსტის მისამართს და პაროლს) იმ მიზნებისთვის, რომლებიც მკაცრად აუცილებელია, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია  carlovers.ge-თან და პროდუქტის შესყიდვა/დაბრუნებასთან;
  3. პროდუქტის შეძენისას carlovers.ge-ზე, ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს (როგორიცაა პერსონალური დეტალები, ელექტრონული ფოსტის მისამართი, მისამართი, საკრედიტო ბარათის ნომრები, საბანკო ანგარიში, საგადასახადო კოდი და ტელეფონის ნომერი) თქვენი შეკვეთის ფორმიდან მხოლოდ იმ პროდუქტის გაყიდვის მიზნებისთვის, რომელიც შეკვეთილია თქვენ მიერ;
  4. ნებისმიერი სხვა მიზნებისთვის, რომლებიც ნებადართულია გამოსაყენებელი სამართლით.

თქვენი პერსონალური მონაცემები ძირითადად დამუშავებულია ელექტრონული საშუალებებით და ზოგიერთ შემთხვევაში, მატერიალურად (დოკუმენტების) მეშვეობით, როგორიცაა როდესაც თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოითხოვს, რომ თავიდან იქნას აცილებული თაღლითობა carlovers.ge-ზე.

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება იმ გზით, რომელიც საშუალებას აძლევს აუტოაქს მოახდინოს თქვენი იდენტიფიცირება გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმ მიზნებისთვის, რომლისთვისაც მოხდა პერსონალური მონაცემების შეგროვება და ამის შედეგად დამუშავება და ნებისმიერ შემთხვევაში, გამოსაყენებელი სამართლის შესაბამისად. გთხოვთ, მოახდინოთ თქვენს ანგარიშზე თქვენი პერსონალური მონაცემების ნებისმიერი ცვლილების განცხადება, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს, რომ თქვენი მონაცემები არის ზუსტი და განახლებული, შესაბამისი და სრული.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება არ მოხდება მესამე პირებისთვის იმ მიზნით, რომელიც ნებადართული არ არის კანონით ან თქვენი აშკარა თანხმობის გარეშე.

თქვენი პერსონალური მონაცემების გამჟღავნება მესამე პირებისთვის მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია თქვენი შეკვეთის დამუშავებისთვის. უფრო მეტიც, თქვენი მონაცემები შეიძლება გამჟღავნებული იყოს პოლიციისთვის ან სასამართლო ხელისუფლებისთვის, კანონის შესაბამისად ან ასეთი ორგანიზაციების ოფიციალური მოთხოვნის შემთხვევაში, მაგალითად, იმ შემთხვევაში როდესაც აუტოაქმა თავიდან უნდა აიცილოს თაღლითობა.